Поиск в словарях
Искать во всех

Грузинско-русский словарь Нико Чубинашвили - საწონი

 

Перевод с грузинского языка საწონი на русский

საწონი

ნივთთა სიმძიმის საცნობი სასწორსა ზედა, ვითარ მისხალი, სტილი, ლიტრა, კოდი და სხ. (იობ. 28, 25; ამოს. 8, 5), вес, мерило; საზოგადოსა შინა ხმარებასა რაოდენობა ამათი ესრეთ ცნობილ არს: 4 ქრთილის მარცულის წონა არს 1 კერატი, 3 კერატი არს 1 მისხალი, ანუ ესრეთ: 18 ქრთილის მარცულის წონა 1 დანგი, 6 დანგი არს 1 მისხალი, 33 მისხალი არს 1 სტილი, 20 სტილი არს 1 ლიტრა, ანუ 4 ჩარეკი, 10 ლიტრა არს 1 კოდი. კუალად სთულიან ესრეთ: 3 კვერცხის წონა არს 1 სტილი და 7 კვერცხის წონა 1 გირვანქა. თურქთ საწონით 8 სტილი არს 1 ოყა და 12 გირვანქა 1 ბათმანი. ამისვე კვალობაზედ იცნობებიან სხუანიცა ძველებურნი საწონნი, მოხსენებულნი საღვთოსა შინა წერილსა: პაშტა არს 1 ქრთილის მარცულის წონა, 2 პაშტა არს 1 გრანი, 10 გრანი არს 1 ვოილი, 6 ვოილი არს 1 დრამი, 8 დრამი 1 უნკი, 12 უნკი სამაგდანი. კუალად თუხტი არს 1 სტილი, მნა გირვანქის ოდენი, ქსესტი 2½ მნა, 10 ქსესტი არს 1 მარი ანუ ხოისი, გუში არს ნახევარკოდი, თაღარი გუშის ნახევარი. არამედ მნახი, ტალანტი, ქანქარი და ძველებური ლიტრა არიან 1 მნა, ანუ გირვანქა, ხოლო ასარი, დრაჰკანი, დიდრაქმა, სატირი და მისთანანი თუმცა ითქმიან საწონად, გარნა ჰნიშნავენ რაოდენობასა საფასეთა, ანუ ფულისასა, რამეთუ ძველად დათულის მაგიერ ასწონდიან, ანუ ასწყევდიან თეთრსა (იხილეთ თჳსთა ადგილთა).

Рейтинг статьи:
Комментарии:

См. в других словарях

1.
  весовой; сущ. гиря ...
Грузинско-русский словарь

Вопрос-ответ:

Ссылка для сайта или блога:
Ссылка для форума (bb-код):

Самые популярные термины